15 აპრილს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიდერლანდებში იმყოფებოდნენ, სადაც „დაუმარცხებელთა თამაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს გახლავთ ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული ოლიმპიადა. პრინცი ჰარი სწორედ ამ თამაშების პატრონაჟს ეწეოდა, თუმცა სამეფო ვალდებულებების ჩამოშორების შემდეგ, ეს მისია დაკარგა.
ეს გახლავთ ჰარისა და მეგანის პირველი ოფიციალურ გამოსვლა მას შემდეგ, რაც ისინი სამეფო ოჯახიდან გავიდნენ. მედიამ ამ ფაქტს, მეგანისა და ჰარის დაბრუნება უწოდა. სასექსების ვიზიტი სავსე იყო ემოციებით. მეგანი ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე ბრწყინავდა „ხატიეს“ ბრენდის ულამაზეს ზედასა და კლასიკურ შავ შარვალში. მეუღლეებმა მონაწილეებს სცენიდან მიმართეს და შემდეგ ერთმანეთს საჯაროდ აკოცეს. ამავე დღეს მეგანი პირველ თამაშზეც გამოჩნდა, სადაც ბრწყინავდა „ვალენტინოს“ ულამაზეს თეთრ ორეულში.
დიდი შერიგება – სამეფო ოჯახიდან გარიყული პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალს პირველად შეხვდნენ