ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, პირველად შეხვდნენ დედოფალ ელისაბეთს. მედიაში წერენ, რომ მეუღლეებისა და 96 წლის მონარქის შეხვედრა უინძორის სასახლეში შედგა, სადაც ჰარი და მეგანი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. დასავლურმა პრესამ გაარკვია, რომ სასექსები ფროგმორ-კოტეჯში ჩაფრინდნენ, სადაც ამჯერად პრინცესა ევგენია ცხოვრობს.
ცნობილია, რომ დედოფალთან შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. სხვა დეტალები არ გასაჯოროებულა. სავარაუდოდ, ეს დიდი შერიგების წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალთან შეხვედრას და შერიგებას ითხოვენ
მეგან მარკლი დედოფალს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს – დასავლური მედია