გუშინ პრინცი ჰარი კანადიდან დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა. მას თან არ ახლდა მეგან მარკლი, თუმცა, სამეფო ოჯახის პრესსპიკერის ინფორმაციით, ის ლონდონში ჰარისთან ერთად უნდა ჩაფრენილიყო. ინსაიდერების მტკიცებით, მეგან მარკლი განაწყნებულია და დედოფალს მისი უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.
გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ ამის შესახებ მეგან მარკლი მეგობრებთან საუბრობს. განაწყენების მიზეზი სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მათ სასექსის სამეფო ტიტულის გამოყენება აეკრძალათ, მეგანს კი, ჰარისთან ერთად სწორედ ამ სახელით სურდა საქველმოქმედო საქმიანობის დაწყება.