მეგან მარკლიმ მონაწილეობა მიიღო კონცერტში Global Citizen’s Vax Live, რომელიც ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში გავიდა. ეთერში მოხვდა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მეგანთან ჩაწერილი ინტერვიუდან. ვიდეოდან ჩანს, რომ ეს ინტერვიუ მონტესიტოს რეზიდენციაშია ჩაწერილი. ეს გახლავთ მეგანის პირველი გამოჩენა ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.
მარკლი წითელი ფერის ყვავილებიან პერანგში იყო გამოწყობილი, რომელიც მან „კაროლინა ჰერერას“ კოლექციიდან შეარჩია. ანსამბლს კი ოქროსფერი აქსესუარები შეუხამა. მათ შორის „კარტიეს“ საყურეები, საათი და სამაჯური. ყურადღება სწორედ ამ საათმა მიიქცია, რომელიც ერთ დროს პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა. სწორედ ამ საათით გამოჩნდა ლედი დი 1997 წელს British Lung Foundation-ში ვიზიტის დროს. საათის ღირებულება 23 ათასი დოლარია.