ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი მომავალი წლის მაისში გახდება, სერიალ „ფორს მაჟორიდან“ მიდის. მარკლიმ პროექტთან თანამშრომლობა მეშვიდ სეზონით დაასრულა, რომელიც ეთერში 2018 წლის გაზაფხულზე გამოვა.
„მეგანი შვიდი წლის მანძილზე ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იყო. მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნო და საამაყო იყო. მადლობას ვუხდით სერიალის ერთგულებისთვის და პრინც ჰარისთან ერთად მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, – ნათქვამია პროექტის ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებაში.