LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახიდან წასვლით პრინცესა დაიანას ოცნება აასრულა

354
axaliambebi-fortuna.ge

მეგამ მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, მედია სულ უფრო მეტ პარალელს ავლებს პრინცესა დაიანასთან. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ პრინც ჩარლზთან ქორწინებაში მყოფი პრინცესა დაიანა სამეფო ოაჯახის დატოვებას გეგმავდა. მას ამერიკაში გადასვლა სურდა. ჰოვარდ ჰოდჯონსი თავის ბიოგრაფიულ წიგნში ყვება, რომ მაშინ სიტუაციას სხვა გარემოებები ართულებდა. დაიანა სამეფო ტახტის პირველი რიგის მემკვიდრის ცოლი და მომავალი მეფის დედა იყო. ამდენად, შვილებთან ერთად გაქცევას ვერ შეძლებდა.

დღეს კი პრინცესა დაიანას ოცნება, თავისუფალ ცხოვრებაზე, მეგან მარკლიმ აასრულა. ჰოდჯონსი წერს, რომ დაიანა ბედნიერი იქნებოდა შვილის ამ გადაწყვეტილებით, რადგან ყოველთვის თავისუფალ არჩევანს და ცხოვრების სტილს ანიჭებდა უპირატესობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g