რაც უფრო ნაკლები დრო რჩება სამეფო ქორწილამდე, მეგან მარკლის ნათესავები ცდილობენ, ამ ფაქტს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ. ქსელში გამოჩნდა წერილი, რომელიც მსახიობის ძმამ, ტომას მარკლ-უმცორსმა პრინც ჰარის მისამართით სამეფო ოჯახის წარმომადგენელს მისწერა:
„რაც ნაკლები დრო რჩება ქორწილამდე, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ეს სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომაა. ფაქტია, რომ მეგანი თქვენთვის შესაფერისი ქალი არ არის. ის მეწვრილმანე, პატივმოყვარე და გატანჯულია. მეგანი ისე ცდილობს პრინცესას როლი ითამაშოს, როგორც ეს სიბერისკენ გადასულ საშუალოზე დაბალი დონის მსახიობს შეუძლია“, – წერია წერილში.
მისივე თქმით, „ყალბ ზღაპრულ ქორწილს“ ის მალე ინანებს, ხოლო სამეფო ოჯახის წევრებისთვის მარკლი მძიმე შედეგს მოიტანს.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი 19 მაისს გაიმართება. პატარძლის მხრიდან მხოლოდ მისი დედა და მეგობრები იქნებიან. მამა, ძმა, ნახევარი და, ბიძაშვილები და ბიცოლა, მსახიობმა ქორწილში არ დაპატიჟა.