LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ნიშნობის ბეჭედი პრინცესა დიანას სამაჯურისგან დამზადდება

82

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თითქმის ერთი წელია ერთად არიან და პრესა უკვე მოსალოდნელ ქორწილზე წერს. გამოცემა Mirror-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჰარიმ უკვე შეუკვეთა სპეციალური ნიშნობის ბეჭედი სამეფო ოჯახის იუველირს, რომელიც პრინცესა დიანას სამაჯურისგან იქნება დამზადებული.

ბეჭდის ფასი 100 000 ფუნტი სტერლინგი იქნება და როგორც კი მისი დამზადება ბოლოსკენ წავა, წყვილი ნიშნობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

წყვილმა ერთმანეთი გასული წლის ზაფხულში გაიცნო, თუმცა მათ მხოლოდ ნოემბერში დაადასტურეს ინფორმაცია ერთად ყოფნის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები