LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Megan Thee Stallion და Nickelback Cheetos-ის ახალ სარეკლამო რგოლში

133
photo-collage.png (10)

Cheetos-მა ახალი სარეკლამო კამპანიის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც Megan Thee Stallion და Nickelback მონაწილეობენ.

კამპანია სახელწოდებით – Pickle’s Back პოპულარული ხრაშუნა სნექის Flamin’ Hot Dill Pickle-ის არომატის დაბრუნებას ეძღვნება.

არაორდინალურ სარეკლამო ვიდეოში Nickelback-ის 2001 წლის სიმღერის – How You Remind Me გადაკეთებული ვერსია ჟღერს, სადაც Megan Thee Stallion რეპ-პარტიას ასრულებს.

ვიდეო სტილიზებულია, როგორც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თრეილერი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ არტისტი და საკულტო ბენდი საგანგებო მისიით ერთიანდებიან.

ეს თანამშრომლობა უცნაური, თუმცა ეფექტური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რის გამოც სოციალურ ქსელებში ამ წყვილის გაერთიანებას „წლის ყველაზე მოულოდნელი კოლაბორაცია“ უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები