LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ტრეინორი საკუთარ დაბადების დღეზე გათხოვდა (ფოტო)

Celebrities attend World Premiere of I Feel Pretty at Westwood Village Theater.

Featuring: Daryl Sabara, Meghan Trainor
Where: Los Angeles, California, United States
When: 17 Apr 2018
Credit: Brian To/WENN.com

ნიშნობიდან ერთი წლის თავზე, მეგან ტრეინორი და დერილ საბარა დაქორწინდნენ. საინტერესოა, რომ ვარსკვლავური წყვილის ქორწინება 22 დეკემბერს, ამერიკელი მომღერლის 25-ე დაბადების დღეზე შედგა. ინსაიდერის ინფორმაციით, წვეულება ლოს-ანჯელესში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაიმართა.

,,მიყვარხარ სამუდამოდ და ყოველთვის” – ასე აღწერს ახალგაზრდა შემსრულებელი ფოტოს, რომელზეც ის მეუღლესთან ერთადაა აღბეჭდილი. ფოტოზე, 26 წლის მსახიობს სმოკინგი, ხოლო მის რჩეულს საქორწილო კაბა აცვია.

შეგახსენებთ, რომ მეგან ტრეინორმა და დერილ საბარამ ერთმანეთი ორი წლის წინ, ქლოე გრეის მორეცისა და ბრუკლინ ბექჰემის კომპანიაში გაიცნეს. მათ ერთმანეთი ერთი დანახვისთანავე შეუყვარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები