ინტერნეტში მეგან ტრეინორის აქამდე უცნობი სიმღერა „That’s What She Said“ მოხვდა. მსმენელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „შემთხვევითობა“ ტრეინორის მიერვე არის შექმნილი და ის მეორე სტუდიური ალბომისადმი „Thank you“ ინტერესის მიპყრობის ერთგვარი საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ დისკი 13 მაისს გამოდის და მის მხარდასაჭერად ტრეინორმა კლიპი „No“ გამოუშვა, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა და Billboard 100-ის მე-3 პოზიციამდე ასვლაც შეძლო.