LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მეგატექნიკამ” ახალი ფილიალი გახსნა

209

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”მეგატექნიკა” გაფართოვდა. კომპანიამ ახალი ფილიალი ყაზბეგის N70-ში, ”გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს გახსნა. ახალ მაღაზიაში, რომელიც დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე განთავსდა,როგორც მსხვილი, ისე წვრილი  საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი.

”გვაქვს უამრავი დასახელების ტექნიკა. ყველაფერი, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება – კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები, თავის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა და სხვა.. რაც მთავარია, ფასი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი”, – განუცხადა  ”ფორტუნას” ”მეგატექნიკას” მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა ჩიტაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ”მეგატექნიკა” საქართველოში  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების – ”ტოშიბას”, ”ჰითაჩის”, ”ფილიპსის”, ”სონის”, ”ჰაისენსის”  ოფიციალური დისტრიბუტროია.

იმის გამო, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე საქმიანობის მე-20 წელს აღნიშნავს, ”მეგატექნიკას” ყველა ფილიალში მუდმივად მიმდინარეობს 20%-იანი ფასდაკლება სხვადასხვა ტექნიკაზე.

ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”მეგატექნიკა” ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალითაა წარმოდგენილი. მაღაზიები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და  რუსთავშია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g