LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეღვინეობამ „გიუაანი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე მთავარი ჯილდოები მოიპოვა

331
მეღვინეობა „გიუაანი“

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე (International Wine & Spirit Competition), მეღვინეობა „გიუაანი“ 2026 წლის საუკეთესო ქართულ მწარმოებელ კომპანიად გამოცხადდა.

„გიუაანის“ მიერ წარდგენილმა შვიდივე ღვინომ უპრეცედენტო აღიარება და მთავარი ჯილდოები მოიპოვა. უმაღლესი ნიშნით – ოქროს მედლით დასაჩუქრდა „მანავი განსაკუთრებული“, „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“, ხოლო კომპანიის მთავარმა მეღვინემ გიორგი ჯმუხაძემ პირველი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში „ათი საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინე“.

International Wine & Spirit Competition მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა. მასზე 400-ზე მეტი სახეობის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოები საერთაშორისო დონის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ქართველი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის შემდეგ გამოავლინა. ჟიურის ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ღვინოებს ასევე აფასებდნენ მსოფლიოს საუკეთესო სომელიე სალვატორე კასტანო, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, 2020-2021 წლებში საქართველოს საუკეთესო სომელიე ჯაბა ძიმისტარაშვილი და სხვები.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) „გიუაანის“ შედეგი ასეთია:

  • ტროფი:

2026 წლის საუკეთესო მწარმოებელი – „გიუაანი“

  • ოქროს მედალი:

მანავი განსაკუთრებული 2024

ტვიში 2024

საფერავი ქვევრი 2024

  • ვერცხლის მედალი:

საფერავი კაბერნე სოვინიონი 2022

მანავი განსაკუთრებული 2022

  • ბრინჯაოს მედალი:

მწვანე ქვევრი 2024

„ჩვენთვის, როგორც მეღვინეობას, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი კომპანია და ასევე აღიარებულია როგორც „საუკეთესო მეღვინეობა ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ შეფასებებსა და აღიარებებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

(R)

magti 5g