LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მეთექვსმეტედ უმასპინძლებს

117
საერთაშორისო გამოფენა

7-9 ივნისს მეღვინეებს, ექსპერტებს, სასტუმროების, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიასა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს ერთ სივრცეში თავმოყრის საშუალება ეძლევათ – საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მეთექვსმეტედ უმასპინძლებს.

ღვინის მწარმოებლებთან ერთად გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მიმწოდებელი კომპანიებიც.

ღონისძიების ფარგლებში კვლავ გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, რომელიც მიზნად ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავს.

გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.