LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის ადვოკატები პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ

97
BeFunky-collage (6)

გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. უფლებადამცველების განცხადებით მათ საქმის გარშემო, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. ამასთან, უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებისგან დღეს იმ ინექციის კოლოფის გადაცემასაც ელოდებიან, რომლითაც მედდა აცრეს.

დაიგეგმა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, სადაც ყველა მოქმედი პირი ჩაერთვება.

„გამოძიების ფარგლებში გარკვეული ფაქტები იდენტიფიცურებულია, თუმცა, ფაქტთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია სწორედ იმ პირების მიერ, რომლებიც საქმეში ცრუ მოწმის სახით მონაწილეობენ. გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება.

გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალეროთ. როგორც უკე ბევრჯერ გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“,-განაცხადა ბარამაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები