LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ჯერ საქმე: თაბორის 1 ნომერში სასტუმრო აღარ აშენდება

86
3-max-1000

თაბორის 1 ნომერში სასტუმრო აღარ აშენდება – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ეს ტერიტორია მის თანაგუნდელ, პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის, თუმცა ამ შემთხვევაში მისთვის დედაქალაქის ინტერესებია მთავარი.

“რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაფტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის ნომერ 1-ში,  ყოფილი ბერძნის ქუჩა, განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი არა მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა, ის, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია, თუმცა მე პირველ ადგილზე და ჩვენ გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქ რამდენიმე ნაკვეთზე შესაძლებელია მშენებლობა, პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადახედავს და განაახლებს ლანდშაფტის ზოლის განსაზღვრას, რადგან ის  80-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა და შესაბამისად დღევანდელ მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

“რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების მერე არ განახლებულა, მგონია, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კომისია. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა და ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი. ამაზე ჩვენ კულტურის სამინიტროსთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია და აუცილებლად მოვაწესრიგებთ. თუმცა, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რესტორან „ოტიუმის“ წინ,  სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შენარჩუნდეს, ამიტომ პირველ რიგში გამოვდივართ ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g