“გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა ნორმალურ მდგომარეობაში.
მისი თქმით, სისტემაში არსებული პრობლემები პანდემიასთან კავშირში არ არის.
“ის არის საბჭოთა განათლების სისტემის მემკვიდრეობა და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე რომ ვერ მოვახერხეთ გათავისუფლება ამ სისტემის დღემდე, ნებისმიერი შეფასებით, გინდა სუბიექტური თუ კვლევებით, აბსოლუტურად ყველგან კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.
ეს ყველაფერი იწყება სასკოლო განათლებიდან და მერე უნივერსიტეტებში გრძელდება.
ჩვენი განათლება მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას. სინამდვილეში, ჩვენ ბავშვებს ვამზადებთ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც აღარ არსებობს.
წარმოიდგინეთ, ელექტრომობილები დადიან და ჩვენ მეეტლეებს ვამზადებთ. პანდემიამ გვაჩვენა, მშობლებს, თუ როგორ განათლებას ღებულობენ მათი შვილები და როგორი მასწავლებლები ასწავლიან მათ…
ჩვენ ვზოგავთ საკუთარი შვილების აღზრდაზე ფულს, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად ექნებათ დასმული”- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.