LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრული ენის შენარჩუნებისთვის ზუგდიდელმა ახალგაზრდამ ონლაინ ლექსიკონი შექმნა

574

ინტერნეტში მეგრული სიტყვების ლექსიკონის ახალი ვებ გვერდი გამოჩნდა. მისი შემქმნელი ზუგდიდელი ახალგაზრდა ბიჭიკო (ჰარი) კოდუაა.

ბიჭიკო კოდუას განცხადებით, www.megrulad.ge მეგრულენოვანი სიტყვების ყველაზე დიდ საძიებო ბაზას წარმოადგენს და ამავდროულად, თითოეულ სიტყვას თან ახლავს აუდიო ვერსიაც.

როგორც ის ამბობს, ლექსიკონის შექმნის მიზანია, მეგრული ენა უფრო პოპულარული გახადოს.

“მე ვარ მეგრელი და მინდა ჩემი მშობლიური კუთხის ენა უფრო პოპულარული გავხადო. გარდა ამისა, ვინაიდან მეგრული ენა არსად ისწავლება და მხოლოდ ზეპიერსიტყვიერად გადაეცემა თაობებს, ნელ-ნელა განიცდის ცვლილებებს და ბევრი სიტყვის მნიშვნელობა იკარგება. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ბარბარიზმია მეგრულ ენაში და რეალურად რომ დავფიქრდეთ, მათი მეგრული შესატყვისი ამ ენაზე მოსაუბრეთა 95 პროცენტმაც კი არ იცის. როდესაც ინტერნეტში არსებულ სხვადასხვა მეგრულენოვან წყაროს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ბევრი სიტყვა არც კი გამეგო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს,” – აცხადებს ბიჭიკო თოდუა „ლაივპრესთან”.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, ონლაინ ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერ უსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g