თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.
ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება.
ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.
გამოძახებიდან ნახევარ საათში კი ხანძარი ლიკვიდირებული იყო.