LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მეხანძრე-მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ

121
BeFunky-collage (5)

მეხანძრე-მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია უკვე შვიდი საათია მიმდინარეობს. ისინი დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია რვა ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. ორი ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ ხუთ ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g