დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში მოსალოდნელ მეხუთე ტალღაზე, ასევე ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებაზე ისაუბრა.
„ბოლო სამი დღეა იკლებს აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი არ უმჯობესდება, 47 %-ზე იყო ასული და ბოლო მონაცემებით, ისევ 43 %-ია. თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ ისევ ამ მაღალ ციფრებზე დავრჩებით. მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი““, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.