LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეხუთე ტალღის” პიკი – როგორი პროგნოზი აქვთ ეპიდემიოლოგებს

582
ოთარ ჩოკოშვილი

იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი კვლავ მზარდი ტემპით განაგრძობს გავრცელებას, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება.

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით არის მოლოდინი, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის.

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, ვაქცინირებულთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულამდე მივიდეს

“ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს” – აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო სექტორის გადატვირთვა, თავისთავად, გამოიწვევს ხარისხის გაუარესებას. ექიმი გამოსავალს ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვაში ხედავს

“აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავიცრათ” – აცხადებს ჩახუნაშვილი

mazda magti 5g