LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

174
sazgvao

20 თებერვალს, ბენინის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატეცების დღიდან ჩართული იყო პროცესში.

საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთმფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.

მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას.

ასევე მადლობას ვუხდით ჟურნალისტებსაც, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g