90-იანი წლების პოპულარული ბენდის Spice Girls-ის ვოკალისტი მელანი ბი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ კოლეგასთან და მეგობართან, ჯერი ჰოლიუელთან სექსი ჰქონდა. მართალია, ამ დრომდე ეს ჭორები არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ჯგუფის წევრები ინფორმაციას უარყოფდნენ.
მელ ბიმ ამის შესახებ პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა: „ჩვენ ერთად გვეძინა და ეს ერთხელ მოხდა ჯერისთან. დილით ამაზე ბევრი ვიცინეთ და დავივიწყეთ. ეს იყო ერთხელ“, – გაიხსენა მელანი ბიმ და იმედოვნა, რომ ჯერი ამ აღსარებას იუმორით შეხვდება.