მომღერალი თამუნა ამონაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ტყუპების დაბადების შემდეგ შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ტყუპებს შორის საოცარი მსგავსება არ არის, მაგრამ ერთმანეთს ჰგვანან. რომ სძინავთ, მაშინ უფრო ჰგვანან ერთმანეთს, როგორც კი იღვიძებენ, გოგონა სხვანაირია, ბიჭი- სხვანაირი.
მელანია ძალიან ნაზია, ფარფატელაა და ცოტას ჭამს. იონა ორჯერ მეტს ჭამს. გარეგნულადაც ეტყობა, ორჯერ დიდია დაზე და ვეღარ იტყვი, რომ ტყუპები არიან. ბიჭს ძალიან უყვარს ჭამა, კვების დრო რომ მოდის, 15 წუთით ადრე უკვე ჭიჭყინებენ“, – ამბობს თამუნა ამონაშვილი.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.
