დონალდ და მელანია ტრამპების პირველი შეხვედრა დედოფალ ელისაბეტთან განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გამოდგა. ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებამდე მეუღლეებს დედოფალმა თავად უმასპინძლა. ყურადღება მიიქცია მელანიას ჩაცმულობამ. ამერიკის პირველი ლედი „დოლჩე და გაბანას“ თეთრ ანსამბლსა და „ჰერვე პიერეს“ შლაპაში იყო გამოწყობილი.

ამ სამოსმა ყველას პრინცესა დაიანას ჩამულობა გაახსენა. 1995 წელს იაპონიის გამარჯვების 50 წლის თავზე დაიანა ბრწყინავდა „რონალდ კეინის“ თეთრ პიჯაკსა და „ფილიპ სომერვილის“ შლაპაში.

