LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი სააღდგომოდ აზედინ ალაიას ჰაეროვან კაბაში გამოეწყო (ფოტო)

379

დონალდ და მელანია ტრამპები სააღდგომო წირვას პალმ-ბიჩზე მდებარე ტაძარში დაესწრნენ. მათთან ერთად ტრამპის ქალიშვილი ტიფანი და უმცროსი ვაჟი ბარონი იმყოფებოდნენ. ამერიკის პირველი წყვილი სააღდგომო ღვთისმსახურებაზე ხელჩაკიდებული მივიდა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მედიას, რომ მათ ოჯახში სრული იდილიაა.

მელანიამ სააღდგომო გამოსვლისთვის აქცენტი ვარდისფერ მიდი-კაბაზე გააკეთა, რომელიც აზედინ ალაის მოდის სახლს ეკუთვნის. ფეხსაცმელი კი საყვარელი დიზაინერის, კრისტიან ლუბუტენის კოლექციიდან შეარჩია. ესაა პირველი შემთხვევა, როცა მელანიას ცნობილი ტუნისელი დიზაინერის, აზედინ ალაიას სამოსში ვხედავთ.

აზედინ ალაიამ მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან დაიწყო. ის სხვადასხვა დროს წამყვანი მოდის სახლების კრეატიული დირექტორი იყო. 60-იან წლებში დიზაინერის კლიენტი გრაფინია ნიკოლ დე ბლაჟე გახდა, რომელმაც ის მსოფლიოს გააცნო. საკუთარი მოდის სახლი ტუნისელმა დიზაინერმა 1970 წელს გახსნა და მსოფლიო პოპულარობაც მალევე მოიპოვა. ის გასულ წელს გარდაიცვალა.

 

http://www.dailymail.co.uk/news/article-5567461/Happy-Easter-Trump-Melania-united-arrive-church-service.html?ito=social-facebook

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები