LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპის ემოციური შეხვედრა ტეხასის წყალდიდობის დროს დაზარალებულებთან

195
მელანია ტრამპის ემოციური შეხვედრა ტეხასის წყალდიდობის დროს დაზარალებულებთან

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი პარასკევს ტეხასში ჩავიდნენ. რეგიონში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 120-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტრამპები შეხვდნენ ადგილობრივებს და სასწრაფო დახმარების სამსახურებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან, მას შემდეგ, რაც მდინარე გვადალუპე ადიდდა. ტეხასში ადგილობრივი და ფედერალური ჩინოვნიკების მონაწილეობით მრგვალ მაგიდასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა: „ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს საშინელი შემთხვევაა“.

განსაკუთრებით ემოციური იყო მელანია ტრამპის შეხვედრა ტეხასელ მაშველებთან, პირველი ლედის გამოჩენა მათთვისაც განსაკუთრებული სტიმული გამოდგა. მელანია ამ დღეს ნაცრისფერ ქურთუკში, სპორტულ შარვალსა და კედებში იყო გამოწყობილი.

რომიდან დაბრუნებული დონალდ და მელანია ტრამპები აეროპორტში დაშორდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g