ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მელანია ტრამპის საქორწილო კაბა „იბეის“ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს. საუბარია პერსონალურად ჯონ გალიანოს მიერ შექმნილ კაბაზე, რომელიც „დიორის“ მოდის სახლის ხელმძღვანელმა მელანიასთვის შექმნა.
ეს კაბა პირველ ლედის 2005 წელს ეცვა, როცა მან დონალდ ტრამპზე იქორწინა. კაბის თავდაპირველი ღირებულება 187 ათასი დოლარი გახლდათ, ამჯერად კი ის 45 ათას დოლარად იყიდება. კაბის ამჟამინდელი მფლობელი პატრისია ტორვალდსია, რომელმაც ეს კაბა მაშინ იპოვა, როცა 80-იანი წლების სტილის კაბა „დიორის“ საიტზე ეძებდა.
პატრისიამ ეს კაბა მელანიასგან, ნაცნობების დახმარებით, 2010 წელს 70 ათას დოლარად შეიძინა. მფლობელი ამბობს, რომ კაბის დიზაინში, მცირე ცვლილებებიც შეიტანა.
კაბა 100 მეტრის შიფონის ქსოვილისგან არის შექმნილი და 1500 სვაროვსკის კრისტალითაა გაფორმებული. კაბას 550 საათის მანძილზე კერავდნენ და ის 27 კილოგრამს იწონის. ქორწილის შემდეგ მელანია ამ კაბით „ვოგის“ გარეკანზე გამოჩნდა.
პირველი ლედი ჰალსტუხით – მელანია ტრამპი „რალფ ლორენის“ სამოსში
მოდური პირველი ლედი – მელანია ტრამპი თვითმფრინავის ფონზე და ავტომობილში პოზირებს
23 წლის მელანია ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის როლში – პირველი ლედის ძველი რეკლამა ინტერნეტს იპყრობს


