თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი მგზავრობდა, მოულოდნელად ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. ინციდენტის სავარაუდო მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მელანია ტრამპი ფილადელფიაში მიემგზავრებოდა.