რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 73 წლის დონალდ ტრამპი მეუღლესთან, 50 წლის მელანისთან ერთად ესტუმრა კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრს, საიდანაც რაკეტის Falcon-9 გაშვება იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების ღონისძიება ჩაიშალა.
კოსმოდრომზე ვიზიტისთვის მელანიმ აზედინ ალაიას მუქი ლურჯი კაბა და საყვარელი ბრენდის ,,მანოლო ბლანიკის” თეთრი ფეხსაცმელი შეარჩია. დონლდ ტრამპთან ერთად ფლორიდაში მისი ქალიშვილიც ჩაფრინდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სხვათაშორის, პრეზიდენტის და პირველი ლედისგან განსხვავებით ოჯახის სხვა წევრები საიმედო პირბადეებით იყვნენ შეიარაღებული, თავად ტრამპი კი, კატეგორიულ უარს ამბობს მედიკოსთა რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რისთვისაც ხშირად აკრიტიკებენ.