LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპმა მეფის წინაშე მხრები მოიშიშვლა: კაბა, რომელზეც ყველა წლების განმავლობაში ილაპარაკებს

738
მელანია ტრამპმა მეფის წინაშე მხრები მოიშიშვლა კაბა, რომელზეც ყველა წლების განმავლობაში ილაპარაკებს

ამერიკის პირველმა ლედიმ, 55 წლის მელანია ტრამპმა, გაბედული ნაბიჯი გადადგა, როდესაც მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას მიერ უინძორის ციხესიმაგრეში გამართული სახელმწიფო ვახშმისთვის საღამოს ჩაცმულობა შეარჩია, რომელიც მისი და მისი მეუღლის დიდ ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.

მელანიას „კაროლინა ჰერერას“ ყვითელი, მხრებმოშიშვლებული კაბა ეცვა, რომელსაც „მანოლო ბლანიკის“ ხავერდის ფეხსაცმელები შეუხამა. პირველმა ლედიმ ეს ისედაც ნათელი სამოსი არანაკლებ ნათელი აქცენტებით შეავსო. ლუქს ფართო იასამნისფერი ქამარი წელზე, ასევე მდიდრული, მასიური საყურეები ზურმუხტებითა და ბრილიანტები ასრულებდა.

მიუხედავად მისი თამამი განცხადებისა, მელანია სამეფო პროტოკოლს იცავდა. სახელმწიფო ბანკეტებს ჩაცმულობის კოდი აქვს: ქალბატონებმა გრძელი საბანკეტო კაბა უნდა ატარონ, სასურველია მჭიდროდ მოჭერილი კორსეტით და გრძელი ქვედაბოლოთი. ამის მიუხედავად, მელანიას დეკოლტირებული კაბა, ბრიტანულმა მედიამ, სამეფო ოჯახის უპატივცემულობად შეაფასა. .

რომელი უფრო ელეგანტურია? – ქეით მიდლტონი და მელანია ტრამპი ოფიციალურ შეხვედრაზე

მელანია ტრამპი „ბარბერის“ უჩვეულოდ გრძელი ლაბადით ბრიტანეთში ჩაფრინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g