LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშზე: ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა.. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია

102
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ დოკუმენტი ცხადყოფს, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა.

როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დოკუმენტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა.

რა წერია მიხეილ სააკაშვილის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 

„რაზე დგას ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე? სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არა შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნაზე.

ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაზე, და არა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე; ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობაზე და არა მათი ცხოვრების ხელყოფაზე და დაშინებაზე; მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლებაზე, და არა მათ დარბევასა და მონაწილეების უკანონო დაკავებებზე; უმცირესობების პატივისცემაზე, და არა მათ მიმართ ძალადობასა და მუქარაზე;

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული დასკვნის მთავარი შეჯამება კი მთლიანად საპირისპიროს მეტყველებს. სრულად დასკვნა 85 გვერდიანია“, – განაცხადა მელიამ.

მისი მოსაზრებით, თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას და თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს „ქართული ოცნება“ ცივილიზებულ სამყაროს.

„თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ „ქართული ოცნების“ გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლიცია – სუსი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს“, – აღნიშნა ენმ-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დასკვნაში ასევე ვნათქვამია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები: სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია.

მათ დევნას კი კავშირი აქვს არა სამართალთან, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან, იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა, თუ ოპოზიციური მედიის ფლობა.

„დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი, პრაქტიკულად, ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე, მისი წამების საქმის გამოძიების წარმოების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას;

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სანდო გამოძიება და მართლმსაჯულებას კორუმპირებული და მთავრობისგან მართული მოსამართლეთა კლანი ახორციელებს. დიახ, არ მოგეჩვენათ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ სიტყვა კლანს იყენებს;

დასკვნაში ნათქვამია, რომ მთავრობა არ სჯის დამნაშავე მომხრეებს და მასთან „აფილირებულ“ პირებს, სამაგიეროდ პოლიტიკურად ანგარიშს უსწორებს განსხვავებულად მოაზროვნე უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ სისხლის სამართლის საქმეები“, – თქვა ნიკა მელიამ.

მისი აზრით, დასკვნაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ საქართველოში ჟურნალისტის არა საქმიანობა, სიცოცხლეც კი არაფრად ფასობს (დეტალურად არის აღწერილი 5-6 ივლისი).

„დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება ძალადობის, გაყალბების, ფართომასშტაბიანი მოსყიდვების და გასაჩივრების სანდო სასამართლო მექანიზმის სრულიად არ არსებობსი პირობებში;

დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველო შეჭამა მაღალი რანგის კორუფციამ და მხოლოდ საჩვენებელად ისჯებიან დაბალი რანგის მოხელეები.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ციხეებს ე.წ. მაყურებლების მეშვეობით მართავს, ხოლო ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის უამრავი ფაქტია და მათზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არავინ ისჯება;

და ბოლოს, საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, და რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვლოს.

დასკვნაში არაა ნათქვამი, და ვერც იქნება, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას – „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებიდან ჩამოშორებას. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

ჩვენი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

“მსგავსი შეფასებებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე” – გახარიას პარტია მთავრობას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g