LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია “გამაერთიანებელი” – ოპოზიციის შანსები და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივები

74
melia 4

სანამ ქვეყანაში კოვიდპანდემიაა, ხალხი სამსახურებს კარგავს, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და მოქალაქეები პოლიტიკოსებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელიან, ამასობაში თავად პოლიტიკოსებს არ დაელიათ ერთმანეთში სადავო თემები, პარლამენტში შესვლა–არშესვლაზე დაუსრულებელი წამოძახებები და მონოტონურად იმის გამეორება, რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნები.

ვადამდელის დანიშვნა რომ თვითმმართველობის არჩევნებაზეა მიბმული ეს ყველასთვის ცნობილია. კარგია ეს თუ ცუდი –  მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტი და მოცემულობა არის ასეთი, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, ოპოზიცია მოემზადება თვითმმართველობისთვის თუ ჯიუტად იტყვის, არ მომწონს ვადამდელის თვითმმართველობაზე მიბმაო, ეს არჩევნები ოქტომბერში მაინც ჩატარდება, დოკუმენტის ეს პუნქტი მაინც ძალაში იქნება და “ქართული ოცნებაც” ასეთ პირობებში 43%–ზე მეტს აიღებს. საბოლოოდ, ვერც ვადამდელი დაინიშნება და არსებულ მოცემულობაში ვიქნებით კიდევ 2024 წლამდე. 

შეთანხმებამ „ოცნებას“ მისცა ბიძგი, პოლიტიკური დევნის კუთხით, უფრო აგრესიული გახდეს: მინაშვილი კობახიძის განცხადებაზე

მინაშვილის განმარტებით, საჭიროა საზოგადოების გააქტიურება, მობილიზება და ისეთი კლიმატის შექმნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

რა გზა რჩება ოპოზიციას – გაჯიუტდეს, იყოს გარეთ, არ იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის თუ პირიქით – ყველა რესურსი ჩადოს და კონკრეტული შედეგი უკვე ოქტომბერში აჩვენოს. ეს კონკრეტული შედეგი დიდწილად დამოკიდებულია მათი ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ყველას თავისი გეგმა აქვს, ყველას მისი სიტყვა ჰგონია სწორი და რაც მთავარია – “საქართველოში ყველა დირექტორია” ანუ ყველას ლიდერობა უნდა, ყველას არჩევნებში საკუთარი კანდიდატის წარდგენა სურს და ყველა დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში. საერთო შეთანხმების, საერთო კანდიდატებზე შეჯერების პერსპექტივა კი სულ ოდნავ, მაგრამ მაინც გააჩინა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამ. ის ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ან რას გადაწყვეტს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ საბოლოო პასუხი გვეცოდინება, მანამდე შევეცადეთ, გაგვერკვია, რა შემთხვევაში რა შანსები ექნება ოპოზიციას, ვის რა აწყობს და რატომ.

 

 

 

მელია “გამაერთიანებელი” 

 

ბოლო დღეებია, მოქალაქეები, პარტიები, პოლიტიკოსები – ყველა შეჰყურებს და ელოდება, რას იზამს “ნაციონალური მოძრაობა”. ეს ბუნებრივია. ის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩევლით და არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგებით (ოპოზიციის ნაწილში). პარტიის გადაწყვეტილება კი მელიას ციხიდან გამოსვლამდე ვერ იქნებოდა მიღებული. ახლა, ნიკა მელია როგორც ამბობს, უახლოეს დღეებში მათი საბოლოო პასუხი ცნობილი გახდება, თუმცა გუნდის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, შესაძლოა, მათ “ფეისბუქის” მეშვეობით ჩაატარონ გამოკითხვა, რათა ამომრჩევლის უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იყოს. თავად მელია არ აკონკრეტებს, არის თუ არა მომხრე პარლამენტში შესვლის, მაგრამ პარტიის წევრების მხრიდან უკვე კეთდება ღია განცხადებები, ვისთვის რა არის გამარჯვების ფორმულად. მაგალითად, ხატია დეკანოიძე ტელეეთერების გარდა, სოციალურ ქსელშიც წერს, რომ ახლა, ამ მოცემულობაში საჭიროა ბრძოლამ პარლამენტში გადაინაცვლოს და საკუთარი პოზიციის გასამყარელებლად მას კონკრეტული არგუმენტები მოჰყავს. სამაგიეროდ, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ და ეს საკითხი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ამას ემატება კიდევ ერთი საკითხი – რას გააკეთებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე და რა სჯობს – მაგ. მერობის საერთო კანდიდატი შეირჩეს თუ ყველამ ცალ–ცალკე მიიღოს მონაწილეობა. სწორედ, აქ უნდა გამოჩნდეს, რას შეძლებს ნიკა მელია და მოახერხებს თუ არა ოპოზიციის კვლავ შემოკრებას და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებას. ოპოზიციის ნაწილი მისგან სწორედ ერთგვარი “გამაერთიანებლის” ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას ელოდება.

 

 

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას მელიას გათავისუფლების შემდეგ

 

ხუთ თვეზე ცოტა მეტი რჩება თვითმართველობის არჩევნებამდე და ოპოზიცია ჯერ იმაზეც ვერ ჩამოყალიბდა საბოლოოდ, ვინ პარლამენტში შედის, ვინ გარეთ რჩება, რას აპირებენ ოქტომბერში და რა გეგმა აქვს თითოეულს. ჩვენ ექსპერტ გიორგი რუხაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ოპოზიციამ როგორი სტრატეგიით უნდა იმოქმედოს, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

„იდეალურ შემთხვევაში, პირადი ამბიციები უნდა გადაიდოს გვერდზე და საერთო ამოცანისთვის უკეთესი რაც არის ის უნდა გაკეთდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მელია ციხეში წავიდა როგორც ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, თუმცა იქიდან ასე ერთიან გამოკვეთილ ლიდერად ვეღარ გამოვიდა. რაღაცები შეიცვალა ოპოზიციაში. აქვს თუ არა მას შანსი, რომ გახდეს ერთიანი ოპოზიციის ლიდერი – კი. ეს დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე. მათ შორის იმაზე, რა ტაქტიკას აირჩევს “ქართული ოცნება”. თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ გუნდს 43%–იანი ბარიერის გადალახვა გაურთულა გახარიას, ვასაძის შემოსვლამ. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, მათ ოცნების ელექტორატის წაყვანა შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში 43%–ის აღება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კარგია, რომ ოპოზიცია უბრუნდება საპარლამენტო მუშაობას... ოპოზიციამ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ხელისუფლებას: ანდრიუს კუბილიუსი

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას გააძლიერებს და ეს გამოცდილება საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება. 

ივანიშვილს აქვს ბერკეტები, პოლიტიკურად გახარიაც და ვასაძეც გააჩეროს. თუ ამას არ დავინახავთ, ეს სიგნალი იქნება, რომ ის ეგუება ერთ რამეს – ოცნების ელექტორატი იშლება და ემზადება რიგგარეშე არჩევნებისთვის ფართო ფრონტით. თუ ოპოზიცია ამას ხედავს, მაშინ მელიას ერთიანი ოპოზიციის ლიდერობა წაგებიანი გამოვა. ოპოზიციურ ფლანგზე პარალელური გაშლა იქნება საჭირო და მაქსიმალურად მეტი ხმის წამოღება.

ასევე კითხხვებს აჩენს 43%–იანი ბარიერი – სურს თუ არა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ ოცნებამ ეს 43% ვერ გადალახოს. თავიდან თითქოს ეს იყო ყველას ამოცანა, მაგრამ თუ მცირე ზომის პარტიები ვინც პარლამენტში არიან, მიხვდებიან, რომ რეიტინგი დაბალი აქვთ, ისინი დაიწყებენ ფიქრს – მინდა თუ არა ვადამდელი არჩევნები”, – ამბობს გიორგი რუხაძე. 

ექსპერტი თვლის, რომ ამ ეტაპზე ქუჩის ნაწილი დამთავრებულია, ოპოზიციამ ყველა მანდატი უნდა გამოიყენოს და პარლამენტში შევიდეს.

 

რას აკეთებს პარლამენტში შესული ოპოზიცია 

 

დასასრულს, ერთი–ორი სიტყვა იმ ოპოზიციაზე, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში შევიდა, რურუასა და მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამაყად გვითხრა, რომ ეს მათი დამსახურებაა და კაჭრეთში გაემგზავრა. არა, დასასვენებლად არა, სამუშაოდ. როგორც თავად ამბობენ, მათ საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციის შიგნით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და ახლა ამ ყველაფერს “ქართულ ოცნებას” უზიარებენ. ეს გაზიარება ორ დღეს გაგრძელდა, მაგრამ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რამდენად არსებობს შანსი, რომ საარჩევნო კანონმდებლობამაც, დოკუმენტში ჩაწერილმა მართლმსაჯულების სისტემის შეცვლამაც და ყველაფერმა დანარჩენმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ბედი გაიზიაროს, რომელსაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, არ ვიცი, მაგრამ ოცნება–ოპოზიციას რომ კანონპროექტებზე საერთო წერტილის პოვნა გაუჭირდებათ, ეს ძალიან მარტივი მისახვედრია.

magti 5g