„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან ნიკა მელიას მხრიდან გიროს გადახდისა და შემდგომ გათავისუფლების შესახებ აპელირება, სრული აბსურდი და მორიგი ტყუილია.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, გირაოს შესახებ განჩინება მას შემდეგ ანულირდა, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა“ – ესაა „ოცნების“ მორიგი ტყუილი. ცდილობენ ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გირაოს შესახებ განჩინება მას შემდეგ ანულირდა, რაც მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან მელიას დაკავება პოლიტიკური აქტი იყო, ამიტომ პოლიტიკური შეთანხმებით უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.