LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას პიროვნულად ვიცნობ და ციხისთვის ძალიან არ მემეტება: ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს

82
ლევან იოსელიანი

“ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ, ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა, ნიკა მელიასთვის, იმუნიტეტის შესაძლო მოხსნის თემაზე კომენტირებისას  განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის საქმის მტკიცებულებებს კარგად იცნობს და შესაბამისად, იოსელიანი ამბობს, რომ იმ ადამიანთა ბრალეულობა, რომლებსაც ამ საქმეს ედავებიან, ვერ მტკიცდება.

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი და შესაბამისად, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იმავეა. ბესიკ თამლიანის  საქმე  მტკიცებულებების თვალსაზრისით მელიას საქმისგან არაფრით განსხვავდება. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი.

ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g