LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილები აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო: შალვა პაპუაშვილი

45
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მედიატორის მხრიდან ამნისტიის გამოცხადების შესახებ, ყველას შეეხება შემოთავაზება , ვინც 20 ივნისთან დაკავშირებით ბრალდებულია. მისი თქმით,  საინტერესოა, რომ ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობა” თავგანწირვის თამაშს თამაშობს და ამით სხვებს წირავს, რომლებიც მათთან ერთად არიან ბრალდებული.

“ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილები აქვს. თუმცა, ის ამავე დროს არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც მის გვერდით იყო 20 ივნისს და მონაწილეობას იღებდა იმ ძალადობრივ აქტში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა- არყოფნის საკითხი თუკი “ნაციონალურო მოძრაობისთვის” ეს გადამწყვეტია, გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია.

“საკითხი არის უმარტივესად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ნიკა მელია თანხმობას განაცხადებს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევასა და გირაოს გადახდაზე, პროკურატურა მზად არის სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლით,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g