LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიტოპოლის მერი ივან ფედეროვი 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

168
ივან ფედეროვი

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ტყვეების გაცვლის პროცესის დროს გაათავისუფლეს.

მელიტოპოლიის მერი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა

მათივე ცნობით, ფედოროვი გაცვალეს ცხრა რუს ჯარისკაცზე, რომლებიც უკრაინელების ინფორმაციით, 2002-2003 წლებში დაბადებული წვევამდელები არიან.

ფედოროვი დაკავების შემდეგ ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღე გაატარა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მას, სავარაუდოდ, რუსეთთან თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

„ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული უკრაინისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. სწორედ ამით განვსხვავდებით ოკუპანტებისგან, რომლებიც უგულებელყოფენ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა ფედოროვის გათავისუფლების წინა დღეს.

ამჟამად ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება დნიპროუდნოგოს (ზაპორიჟის რაიონი) მერი ევგენი მატვეევიც, მაგრამ მისი ბედი უცნობია.

magti 5g