LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს

94
ჟურნალისტები ფრონტის ხაზზე

რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და გამოცემა Melitopolski Vidomosti-ს ვებგვერდი დაბლოკეს.

მედიის ცნობით, Melitopolski Vidomosti-ის რამდენიმე ჟურნალისტი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ გაზეთ Melitopolski Vidomosti-ის ჟურნალისტების ოლგა ოლხოვსკასა და ლიუბოვ ჩაიკას, გამომცემლის მიხაილო კუმოკის და რედაქტორის, ევგენია ბორიანის სახლებში. დააკავეს ისინი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით“,– აცხადებენ დაკავებული ჟურნალისტების კოლეგები.

Melitopolski Vidomosti-ს მფლობელი მედია ჰოლდინგის, MV-ის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, კოლეგების გათავისუფლებაში დაეხმარონ.

რუს პილოტებს გულისა და სულის ნაცვლად სიცარიელე აქვთ…რუსმა ჯარისკაცებმა არც კი იციან, როგორია იყო თავისუფალი: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე