უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „რუს პილოტებს გულისა და სულის ნაცვლად სიცარიელე აქვთ“. მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ძალიან ბევრი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
„ჩვენმა სამხედროებმა უკვე იმდენი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს! გონების ნაცვლად რა აქვთ მათ პილოტებს? აქაც სიცარიელეა?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ხერსონში, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიანად, იარაღის გარეშე თავიანთი თავისუფლების დასაცავად აქცია გამართეს.
„რუსმა ჯარისკაცებმა არც კი იციან, როგორია იყო თავისუფალი, აქ წამოიყვანეს, მართალი გითხრათ, თითქოსდა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შერცხვენა მიუსაჯეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.