LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელოური და ბღერი – საქართველოში ნაკლებად ცნობილ მღვიმეებს იკვლევენ

608
69305539-2447311592002097-3831456714633248768-n

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს – მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

კვლევითი სამუშაოების ამ ეტაპზე მოხდება მღვიმეების აგეგმვა და ტოპოგრაფიული გეგმებისა და ჭრილების შექმნა. ექსპედიციის მონაწილეები ახალი დარბაზების ძიებასაც განაგრძობენ. მელოურის მღვიმეში ამ დრომდე უცნობი ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს.

ბღერის მღვიმეში 1986 წლის შემდეგ ექსპედიცია არ ჩატარებულა. ექსპედიციის წევრებმა დაასუფთავეს მღვიმის შესასვლელი და გაწმინდეს მდინარის მიერ მიტანილი ხის მორებისა და ქვიშისგან.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

მელოურისა და ბღერის ბუნების ძეგლებს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს. ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში.

მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება. მღვიმეში ვრცელი დარბაზებია, რომელთა ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g