LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემო ჯგუფი წარმოების გაფართოებას გეგმავს

1132
გიორგი ჩიტაძე

„დახვეწილი დიზაინი, მასალებისა და ფაქტურების სწორი შეხამება თქვენს სივრცეში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას უზრუნველყოფს“ – მომხმარებლისადმი ამ მიმართვის უკან მემო ჯგუფის 15 წლიანი გამოცდილება დგას, კომპანიის, რომელიც, ავეჯის პროექტირება/დამზადებისა თუ ალუმინის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანით, ქართული ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს.

მემო ჯგუფმა საქართველოში საერთაშორისო ბრენდის Aristo-ს ალუმინის სლაიდ სისტემების წარმოება 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეს, რისი დასტურიც ის საწარმოცაა, რომელიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით.

გიორგი ჩიტაძე, მემო ჯგუფის დირექტორი:

– როდესაც ალუმინის სისტემების წარმოების თვალსაზრისით პარტნიორს ვეძებდით, ჩვენი პირველი ამოცანა იყო, გვეპოვა ისეთი კომპანია, რომელიც პრემიუმ სეგმენტში პოზიციონირებდა. ასეთი რამდენიმე იყო, თუმცა რამდენიმეწლიანი შერჩევის შემდეგ არჩევანი Aristo-ზე შევაჩერეთ. Aristo 2003 წელს შექმნილი ევროპული ბრენდია, რომელსაც დღეს უკვე 200-მდე შოურუმი აქვს გახსნილი სხვადასხვა ქვეყანაში ყველა კონტინენტზე. აღნიშნული კომპანიის მხრიდანაც იყო მოთხოვნები წამოყენებული, რაც უნდა შეგვესრულებინა იმისთვის, რომ მათი ალუმინის სისტემები საქართველოში გვეწარმოებინა. თანამშრომლობა სწორედ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დავიწყეთ – მემო ჯგუფი საქართველოში Aristo-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

2018 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კომპანია უფრო განვითარდა, დღეს უფრო დიდი არჩევანი გვაქვს ასორტიმენტის, ფერების კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ვიზრდებით. ამასთან, ვრჩებით ბაზრის ლიდერებად ალუმინის სისტემების წარმოების სფეროში. პირველობას პროდუქტის მაღალი, ევროპული ხარისხი და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა გვანარჩუნებინებს.

ალუმინის სლაიდ სისტემების ძირითადი მომხმარებლები არიან ბინების მეპატრონეები. ეს სისტემები, ძირითადად, მისაღები ოთახის და სამზარეულო ოთახის გასატიხრად, ასევე, საძინებელში საგარდერობე ოთახის გამოსაყოფად გამოიყენება. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ახლა დიდი მოთხოვნაა სტუდიოს ტიპის ბინებზე, მათში სლაიდ სისტემის გამოყენება აქტუალურია, რადგან ის ოთახს გატიხრავს ისე, რომ არც შუქი დაიკარგება და არც სივრცის აღქმის შეგრძნება.

ალუმინის სლაიდ სისტემები მზადდება ნებისმიერი დიზაინით. გარდა იმისა, რომ ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილს, გვაქვს საშუალება, ჩვენი დიზაინიც წარმოვადგინოთ, რადგან ბევრ დიზაინერთან და დიზაინ სტუდიასთან ვთანამშრომლობთ.

ჩვენთან ყველა პროექტი მუშავდება ინდივიდუალურად. მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქტს მაქსიმალურად მოკლე ვადაში ვაბარებთ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საწყობი ყოველთვის სავსეა, არ გვიწევს მასალის ლოდინი, შემოდის თუ არა შეკვეთა, მაშინვე ვიწყებთ მასზე მუშაობას.

ამ ეტაპზე მომხმარებელს შეკვეთიდან 2 კვირაში ვაბარებთ გამზადებულ პროდუქტს. თუმცა ვმუშაობთ, რომ მოცდის პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და 1 კვირაზე დავიყვანოთ. წლის ბოლოსთვის ეს პრობლემა მოგვარდება, თუ პრობლემა შეიძლება დაერქვას. ამისთვის წარმოების გაფართოებას ვაპირებთ. საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებული, ის მდებარეობს ნატახტარში და 1200 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საწარმო იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და იქნება მთლიანად ავტომატიზებული. ველოდებით დანადგარებს, რომლებიც იტალიაში შევიძინეთ და რომლებიც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ როგორც ავეჯის, ისე ალუმინის სლაიდ სისტემების წარმოების მასშტაბები.

გვემატება ახალი მიმართულებებიც. მართალია, Aristo-ს ასორტიმენტში საგარდერობე სისტემები აქამდეც იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიქმნა ახალი პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე წელს გამოჩნდა და ჩვენთანაც რამდენიმე თვეში შემოვა. შესაბამისად, საგარდერობე სისტემების განვითარება წელს ჩვენი პრიორიტეტი იქნება. ამისთვის საკმაოდ დიდ ენერგიას და დროს ვხარჯავთ.

კომპანიის სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიეროთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე, რომელიც აქტიურად მუშაობს. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ გვეწვიონ შოურუმში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #3), სადაც ყველანაირი სისტემა აწყობილ მდგომარეობაშია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g