LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეორე ეზოს მხრიდან გადავხტით ფანჯრიდან“ – ბოლო ინფორმაცია თამარ მეფის ქუჩიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა

292
BeFunky-collage (12)

თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

როგორც „ფორტუნას“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განახორციელეს.

ადგილობრივები „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მეორე ეზოს მხრიდან გადავხტით ფანჯრიდან. ვერ გეტყვით გამომწვევ მიზეზს. სავარაუდოდ, პირველ სართულზე გაჩნდა ცეცხლი, წამებში მოეკიდა. ყველა გამოყვანილია ნამდვილად ვიცი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობს.

ასევე, მობილიზებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g