LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტალღის შემთხვევაში 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება – ამირან გამყრელიძე

207
pirbade-qamirani

„იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა,  ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ 5 თვის განმავლობაში მიიღო კარგი გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

“მზადდება გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მთლიანად ჯანდაცვის სასტემის მზადყოფნის.  რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტესტირების სერიოზული გამოცდილება და ასევე დროული მკურნალობა საავადმყოფოებში”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მისი თქმით, მეორე ტალღის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად მომზადებული შეხვდება კორონავირუსის ინფექციას.

“ქვეყანაში არის 17 ათასამდე საავადმყოფოს საწოლი, აქედან კოვიდისთვის 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება. რადგან დანარჩენი გახლავთ ის საავადმყოფო რომელსაც ვერ გადართავ კოვიდზე. ესენი გახლავთ სამშობიაროები, სამეანო-გინეკოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებები.

ამ პირველი ტალღის დროს მობილიზირებული იყო ერთდროულად 500-დან 1500 საწოლამდე ქვეყანაში კოვიდ ინფექციაზე და სტაციონარში მკურნალობდა 400-500-მდე ადამიანი. ასე რომ არავითარი გადატვირთვა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კარგად გაართვა თავი ამ ადამიანების მართვას.  ამიტომ, დარწმუნებული ვარ თუ იქნა მეორე ტალღა, კიდევ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g