LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხეც შეცვალეთ და ახლებიც დაიმატეთ: უეფა ახალ წესებს ამკვიდრებს

38

თებერვალში, ბრატისლავაში გამართულ უეფას აღმასკომზე, ევროთასების (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ევროპის სუპერთასი) რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს.

ახლა უეფამ დამატებითი ცვლილებები მოამზადა, რომელიც 2018/19 სეზონიდან ამოქმედდება. პლეი-ოფის მატჩების დამატებულ დროში გუნდებს მეოთხე მოთამაშის შეცვლის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, უეფამ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფეხბურთელების განაცხადში შეყვანაზე შეზღუდვები მოხსნა. კლუბებს შეეძლებათ სამი ახალი მოთამაშე დაიმატონ, რომელთაც ევროთასებზე თამაშის უფლება ექნებათ. აქამდე ახალწვეულს არ ქონდა თამაშის უფლება, თუ ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სხვა გუნდში ქონდა ნათამაშები.

გარდა ამისა, მხოლოდ ფინალურ მატჩებში (ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და სუპერთასის) განაცხადი შეიძლება იყოს 23 ფეხბურთელი (ნაცვლად 18). ამდენად, სკამზე 7 ნაცვლად 12 მოთამაშე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები