მექსიკაში ჟურნალისტი და გამოცემა Enfoque-ს მფლობელი, სერხიო მარტინეს გონსალესი მოკლეს. პორტალ Excelsior-ის ცნობით, ჟურნალისტს ქალაქ ტუსტლა-ჩიკოში, რესტორანში ესროლეს. დაიჭრა ჟურნალისტის მეუღლე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე გონსალესმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას უცნობი პირები მოკვლით ემუქრებიან. ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა.
მექსიკის ადამიანის უფლებათა კომისიის ცნობით, 2000 წლიდან დღემდე ქვეყანაში 138 ჟურნალისტი მოკლეს, 2005 წლიდან დღემდე კი უგზო-უკვლოდ მედიის 21 წარმომადგენელი დაიკარგა.
ქვეყანაში მკვლელობების რიცხვმა 2017 წელს 31 200 მიაღწია.