მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტამაულიპასის შტატის მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. ქალაქ ტამპიკოს ციდან „თევზების წვიმა“წამოვიდა.
ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, nytimes-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თევზების წვიმა მხოლოდ სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ თევზები ახლომდებარე ტბიდან ტორნადომ აიტაცა.