პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადი გაზარდოს და შემოსული ფულით მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა.
ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მექსიკას აიძულებდა, თავად გაეღო ხარჯი კედლის ასაშენებლად.
კონფლიქტი კედლის გამო
მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი ქვეყანა „ტრამპის კედლისთვის“ ფულის დახარჯვას არ აპირებდა. ოთხშაბათს კი განაცხადა, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად აღარ წავიდოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა განიხილა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გაზრდის საკითხი კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად.
მისი თქმით, 20 პროცენტიანი გადასახადადი იმპორტზე ამერიკის ბიუჯეტს წელიწადში 10 მილიარდ დოლარს მოუტანს.