LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

577
დტჯუსტრუ

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, აღნიშნულის შესახებ კობიაშვილის ადვოკატმა პირველ არხთან ისაუბრა. ტარიელ კაკაბაძის თქმით,  ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი.

ადვოკატის თქმით, კობიაშვილს უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. მერაბ კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g