“ამ პოლიტიკურ სეზონზე ჩვენ ვიქნებით მთავარი სიახლე ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ მოძრაობა „ სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ რეალური სიახლეა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში.
„ამ პოლიტიკურ სეზონზე ჩვენ ვიქნებით მთავარი სიახლე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ის, რაც ჩვენ სახელწოდებაშია, სახელმწიფო, რომელიც იქნება ხალხისთვის. მთავარია, დავამარცხოთ ის სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაამარცხა. ჩვენ ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მხოლოდ პიროვნებებს არ ვებრძოდით, ვებრძოდით სისტემას. სამწუხაროდ, ამ სისტემის დამარცხება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მისივე თქმით, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კონკურენტია ყველა, ვისაც პრეტენზია აქვს არჩევნებში გამარჯვებაზე, თუმცა პირველ რიგში, კონკურენტია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „რომელიც წარსულს უნდა ჩავაბაროთ“.